„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“  - სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები

სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს უმკაცრესად აგებს პასუხს , - ამის შესახებ პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ განცხადებაშია ნათქვამია.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს.

„სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ სამძიმარს ვუცხადებთ მოკლულის ოჯახს და მთელს საქართველოს.

ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია - ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს.

საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული.

როცა, საოკუპაციო ხაზთან არ არსებობს სათვალთვალო-საკონტროლო საშუალებები და საპოლიციო პატრულირების ჯგუფები, რათა მოხდეს ამგვარი ფაქტები პრევენცია და აღკვეთა. რუსების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა საპოლიციო დანაყოფები და საკონტროლო პუნქტები, რაც საშუალებას აძლევს ოკუპანტებს, დაუბრკოლებლად იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე.

როცა, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ გაზრდილიყო საერთაშორისო წნეხი და რუსეთს ამ სასტიკი მკვლელობებისთვის პასუხი ეგო.

როცა, სულ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ, ოკუპანტებმა ეკლესიის კარი აჭედეს. ამაზე პასუხად კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრობლემა ქართული დროშის აღმართვა და არა რუსულ ოკუპაციაა.

სწორედ, სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს უმკაცრესად აგებს პასუხს. მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული პირი თამაზ გინტურია.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს