გორის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - პოლიციას კირბალთან შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვს და მაქსიმალური მობილიზებაა

ეკლესიის ტერიტორიიდან მოხდა გატაცება და სროლა ოკუპანტების მხრიდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა საოკუპაციო რეჟიმმა, რომ ეკლესიებში აღარ უშვებენ ადამიანებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრმა ანა ბალიაშვილმა სოფელ კირბალში მოკლულ და გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.

ანა ბალიაშვილის თქმით, ახლა ის სოფელ კირბალისკენ მიემართება და შეეცდება სოფელში შესვლას, თუმცა, მისივე განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, პოლიციას სოფლის შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვს და ადგილზე სამართალდამცავების მაქსიმალური მობილიზებაა.

„შევეცდებით, რომ შევიდეთ სოფელ კირბალში და იქ მყოფებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აინტერესებთ თავიანთი ოჯახის წევრების მდგომარეობა, როგორღაც თანადგომა გამოვუცხადოთ და ასევე გვაინტერესებს იმ ადამიანის მდგომარეობა, ვინც არის გატაცებული.

კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ეკლესიის ტერიტორიიდან მოხდა გატაცება და სროლა ოკუპანტების მხრიდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა საოკუპაციო რეჟიმმა, რომ ეკლესიებში აღარ უშვებენ ადამიანებს. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია“, - განაცხადა ანა ბალიაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს