პაატა ზაქარეიშვილი - აშკარად ჩანს, რუსეთი არ მონაწილეობს იმ სამშვიდობო კონტექსტში, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს  - ჩვენ ვარბილებთ და ვარბილებთ, მოსკოვი - არა

აშკარად ჩანს, რომ რუსეთი არ მონაწილეობს იმ სამშვიდობო კონტექსტში, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს და ისეთივე სისასტიკით და სიმკაცრით ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის რეალიზებას - რუსეთს, როცა უნდა, მაშინ შემოიჭრება, ასეთი ლაჩარი ხელისუფლება მას აწყობს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას, განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო ნებისმიერ წუთს და წამს იმიტომ, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ მუდმივად ხდება საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, გადაყვანა ცხინვალში და შემდეგ რაღაც ფორმით უკან გამოშვება.

„დღეს რუსეთს აწყობს აი ასეთი ხელისუფლება, რომელიც ხმას არ ამოიღებს არაფერზე. [მთავრობა] რომელ თანამეგობრობას მოუწოდეს - გლობალური ომის თანამეგობრობას? მათთან ხომ გაწყვიტეს კონტაქტი? საერთოდ არავინ არ თვლის ჩვენს ხელისუფლებას სერიოზულად. მათ აბრალებენ ომის პარტიობას და თვითონ ასეთი მაამებლური პოლიტიკით ხელს უწყობენ ამ ყველაფერს. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს აწყობს ასეთი „ქართული ოცნება“. მას მიზეზები არ სჭირდება, რუსეთს, როცა უნდა, მაშინ შემოიჭრება, მაგრამ ასეთი ლაჩარი ხელისუფლება მას აწყობს. იმ ადამიანს რა ეშველება, იმ ოჯახს რაღა ეშველება - რაზე უნდა შეიკრიბონ და ისაუბრონ, რომ „აწი აღარ ესროლოთ ზურგში და არ მოკლათ, ფეხში გაარტყით თუ შეიძლებაო?!“ - რაზე უნდა ისაუბრონ. ასეთ დროს საუბარს აზრი არ აქვს, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებას 2008 წლის 12 აგვისტოს მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებისა, სადაც ამბობს, რომ უნდა გაიყვანოს ჯარები.

ეს მოსალოდნელი იყო ნებისმიერ წუთს და წამს იმიტომ, რომ გამყოფ ხაზის გასწვრივ მუდმივად ხდება საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, გადაყვანა ცხინვალში და შემდეგ რაღაც ფორმით უკან გამოშვება. აქ არის რუსეთის მიფურთხებული დამოკიდებულება საქართველოს პოლიტიკის მიმართ. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველომ როგორ პოზაშიც არ უნდა შესთავაზოს რუსეთს ურთიერთობები - მიუხედავად ამისა, რუსეთს აქვს დირექტივა, რომ „არ დაინდოთ ქართველები“. არავითარი შერბილება არ ხდება რუსული პოლიტიკისა, ჩვენ ვარბილებთ და ვარბილებთ და რუსეთი არ არბილებს. სად არის შედეგი ამ ვასალური პოლიტიკისა, როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთი არ წამოვიყვანოთ თითქოს და ომზე - ზღაპარია ყველაფერი ეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები