შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას - გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე, ამიტომ არის საჭირო გონიერი პოლიტიკის გატარება

რთულია განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა ოკუპაციის სახით - უსაფრთხოების რისკებია, რაც საქართველოს აქვს, რადიკალურ ოპოზიციაში თვალს ხუჭავენ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს და რეგიონს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, ყოველდღიური საფრთხეა ჩვენი სიმშვიდისთვის.

„სწორედ ასეთი ფაქტი და გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი სიმშვიდისთვის, ამიტომ არის საჭირო გონიერი პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ქვეყანაში.

რთულია განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა ოკუპაციის სახით. „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ არის გააზრება, რომ საფრთხეები სერიოზულია, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, ამაზეც გვქონდა საუბარი. ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ უსაფრთხოების რისკებს, რაც ქვეყანას აქვს. ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, აღნიშნავს, რომ „სერიოზული უსაფრთხოების რისკები არსებობს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია თვალს ხუჭავს“.

„უსაფრთხოების რისკებია, რაც საქართველოს აქვს. პრობლემა იმაშია, რომ ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციაში ხუჭავს ამაზე თვალებს, თითქოს ის ქვეყანა ვიყოთ, რომელიც ამ რისკების გარეშე არსებობდეს. აქედან გამომდინარე ამბობდნენ, რომ სანქციები დავაწესოთ, ყველაფერზე უნდოდათ მყვირალა მიდგომები. თვალს ხუჭავენ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს და რეგიონს. შევხედოთ, რამდენი რისკის რეალიზება მოხდა რეგიონში, რამდენად რეალური საფრთხეა საქართველოსთვის. ვსაუბრობთ, რომ სერიოზული უსაფრთხოების რისკები არსებობს, ამაზე თვალს ხუჭავს რადიკალური ოპოზიცია, თითქოს, კუნძული ვიყოთ, განყენებული, რომელიც დალხენილად ცხოვრობს, თითქოს ორი რეგიონი ოკუპირებული არ იყოს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე და დასჯილი უნდა იყოს ის, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა.

„რა თქმა უნდა, აღნიშნულზეც გვქონდა საუბარი. მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ჩვენი მოქალაქის ოჯახს, გუშინ ეს მკვლელობა რაც მოხდა, სჭირდება დასჯილი იყოს ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა. კარგია, რომ გუშინ გვიან ღამევე შედგა შეხვედრა და ეს საკითხები იყო დაყენებული, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის წინაშეც. ველით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასებებს და დამნაშავეების დასჯას, მთავრობა ამ მხრივ ძალიან აქტიურია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, განმარტა, რომ დამნაშავე საქართველოს უნდა გადმოეცეს. „რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა გადმოეცეს. საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის