ახლობლების ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ,  როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი „კარგად არის“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გატაცებულის ოჯახის ახლობელმა, ციცო საათაშვილმა სოფელ კირბალში განუცხადა.

თვითონ დოთიაშვილის ოჯახის წევრები კი, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

„ლევან დოთიაშვილი კარგად არის. დაჭრილი არ არის. ოჯახში ვიყავი და ოჯახმა მითხრა, რომ კარგად არის“, - განაცხადა ციცო საათაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დოთიაშვილის და გინტურის გარდა შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი პირი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ის კაცი 70 თუ 75 წლის კაცია და იქამდე არ ყოფილა [მისული]. ეს პირიც სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს გუშინ, მაგრამ მან ისიც კი არ იცოდა, რომ გინტური გარდაიცვალა“, -განაცხადა ციალა საათაშვილმა.

გარდა ამისა, მეზობლების განმარტებით, 33 წლის ლევან დოთიაშვილი და თამაზ გინტური სალოცავში სანთლების დასანთებად იმყოფებოდნენ, როდესაც მკვლელობა და გატაცება მოხდა.

„ლომისის ეკლესიაში დაახლოებით 2 წელია, რაც ვერ მივდივართ. როდესაც მიცვალებულებთან მივდივართ, მაშინ პოლიცია დგას ხოლმე. უნდა გასამართლდნენ ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. თამაზ გინტურს და ლევან დოთიაშვილს სანთლები უნდა დაედოთ ლომისის სალოცავში, მეტი არაფერი. ადრე ჩემი ორი შვილიც იყო დაკავებული, ერთ კვირაზე მეტ ხანს“, - განაცხადა მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის ახლობელმა და აღნიშნა, რომ თამაზ გინტური წარსულში სამხედრო პირი იყო.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის