ნინო კალანდაძე - ის, რაც მოხდა, არამხოლოდ მკვლელობა, არამედ თავდასხმაა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, მათ შორის იმ რუსულ რეჟიმზე, რომელიც თბილისშია და რომელიც ეხვეწება რუსეთს, უთხრან, როგორ იყოს იმაზე ჩუმად, ვიდრე ახლაა

„ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებლის, ნინო კალანდაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი იმის შედეგია, რომ „11 წლის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკა მტრის მიმართ, პრაქტიკულად, აღარ გვაქვს, სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს ისე, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არსებობდეს, რომელიც მტრის მიმართ ეფექტურად იმუშავებდა“.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მომხდარი ფაქტი „ძალიან სამწუხარო და ლოგიკური გამოძახილია ამის, იმიტომ, რომ ეს არის ოკუპანტის „მშვიდობა“, ეს არის ოკუპანტი მართლმორწმუნე, მოძმე ერის „მშვიდობა“.

„სამწუხაროდ, კითხვები საერთოდ არაფერმა გამიჩინა იმიტომ, რომ ოკუპაციის პირობებში ეს არის ლოგიკური მოცემულობა და როდესაც ოკუპაციის პირობებს ვამბობ, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსული ჯარის ოკუპაციას, არამედ ვგულისხმობ იმას, რაც თბილისში ხდება. იმიტომ, რომ ეს არის თბილისის პოლიტიკის შედეგი. ეს არის საოკუპაციო რეჟიმის თბილისში მმართველობის შედეგი. 11 წლის განმავლობაში, ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკა მტრის მიმართ, პრაქტიკულად, აღარ გვაქვს. სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს ისე, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არსებობდეს, რომელიც მტრის მიმართ ეფექტურად იმუშავებდა. ეს არის ძალიან სამწუხარო და ლოგიკური გამოძახილი ამის, იმიტომ, რომ ეს არის ოკუპანტის „მშვიდობა“, ეს არის ოკუპანტი მართლმორწმუნე, მოძმე ერის „მშვიდობა“. მათ ასე ესმით მშვიდობა. ეს არის ის, რითაც ისინი თავს სახლში გრძნობენ“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ნინო კალანდაძის შეფასებით, „პრობლემა არის ის, რომ თბილისს არ აქვს არანაირი სტრატეგია, არანაირი გეგმა, არანაირი ხედვა, როგორ შეიძლება საოკუპაციო პირობებში, საქართველოს, მეტ ნაკლებად, დაცული ჰყავდეს მოქალაქეები.

„ეს იმის შედეგია რომ, 11 წელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვიმართებით“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მომხდართან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და სხვადასხვა უწყების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ბუნებრივი ინსტინქტია, რომ მტერს სიფრთხილით მოეკიდოს და ენა მოიჩლიქოს“.

„არც მათი რეაქცია არ არის მათი სისტემური დამოკიდებულებიდან ამოვარდნა. იმიტომ, რომ მათი ბუნებრივი ინსტინქტია, რომ მტერს სიფრთხილით მოეკიდონ, მათი ბუნებრივი ინსტინქტია, რომ ენა მოიჩლიქონ. შემდეგ, ალბათ, ნახეს რა, ხალხის მწვავე რეაქცია და მიიღეს ნებართვა, რომ უწოდონ მომხდარს „მკვლელობა“. ეს არამხოლოდ მკვლელობაა, არამედ თავდასხმაა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. ეს ხომ არ არის საოკუპაციო ზოლს იქით, სადაც ქართული კონტროლი არ ხორციელდება? მათ შორის, თავდასხმა იმ რუსულ რეჟიმზე, რომელიც თბილისშია, რომელიც თითქოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტის მხრიდან მაინც იყვნენ დაცულნი, სინამდვილეში კი წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პირდაპირ ფეხქვეშ ეგება რუსეთს და ეხვეწება, აქეთ უთხრან, როგორ ვიყოთ იმაზე ჩუმად, ვიდრე ვართ. მიუხედავად ამისა, ასეთ საპასუხო რეაქციას იღებენ. ეს არის მოსკოვის მრავალი ათწლეულის აპრობირებული დამცინავი პოლიტიკა საკუთარი მონების მიმართ და ეს არის ის, რაც არის ქართული პოლიტიკა“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ამასთან, ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ „გამოკვეთილი პოლიტიკა და სტრატეგია“ ექნებოდა.

„საქართველოს ეროვნული ხელისუფლება რომ ჰყავდეს, რომელიც მას ჰყავდა, თუნდაც თავისი ხარვეზებით, აქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, ამ საკითხებზე საუბარი საერთოდ არ გვექნებოდა. ჩვენ ეროვნული ხელისუფლების პირობებში, ოკუპანტის მიმართ გამოკვეთილი პოლიტიკა და სტრატეგია გვექნებოდა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ისე იმუშავებდა, რომ ჩვენ დღეს სტატუსი სახვეწარი კი არ გვექნებოდა, არამედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დიდი ხნის მიღებული გვექნებოდა, უკრაინაზე და მოლდოვაზე ადრე. ეს არის მთლიანად ივანიშვილის რეჟიმის შედეგი, რომ ჩვენ დღეს 11 წლის თავზე იმაზე ვსაუბრობთ, რომ ოკუპანტები ჩვენს ტერიტორიაზე ქართველებს კლავენ“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა