შალვა პაპუაშვილი - 7 ნოემბერი იყო ზუსტადაც პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“

სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, რომელიც ზის ციხეში, უფრო სწორად, საავადმყოფოში, კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი 7 ნოემბერს გამოუტანა.

მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს როცა ვიხსენებთ, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, რომელიც ზის ციხეში, უფრო სწორად, საავადმყოფოში, კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში. მგონი, 7 ნოემბერი იყო ზუსტადაც პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. რაც შეეხება მედიასთან მის დამოკიდებულებას და ზოგადად, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას, ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს არ მიუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებასთან ახლოსაც კი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება