პეტერ ფიშერი - საქართველოს შეუძლია რუსეთის საზიანო ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

„საქართველოს შეუძლია რუსეთის საზიანო ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში.

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრიც ეხმაურება.

„ვგმობ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ყოფნა“- აცხადებს ფრანგი დიპლომატი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა