გია ვოლსკი - გაერო-ს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ გამაოგნებელი განცხადება თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით - ანგაჟირებული განცხადება გაკეთდა, რომელიც არ ეკადრება გაერო-ს და მის სტრუქტურას

გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ გამაოგნებელი განცხადება, თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით - ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება გაკეთდა, რომელიც არ ეკადრება გაერო-ს და მის სტრუქტურას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გაუგებარია, "როგორ შეიძლება სუს-ზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს" და მხოლოდ 10 დღეა აქ იმყოფება.

"რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გამაოგნებელი განცხადება, თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით რაც გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ. გაერო პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არასდროს აკეთებდა. ეტყობა სპეციალური რაღაც ამოცანა აქვს, არ ვიცი, ვისი ზემოქმედებით მოქმედებს, რამ განაპირობა მისი ეს განცხადება, მაგრამ ყველა თემა შეიძლება იქნას შეფასებული, როგორც გამაოგნებელი უსამართლობა, ძალიან რბილად. პირველ რიგში, გაეროში ეტყობა არ ყოფილა, ან გაეროს შენობაში, სადაც ჟურნალისტებს ერთი ადგილი აქვთ მიჩენილი და ვისაც გადაწყვეტს ქვეყნების ჯგუფი, ის მიდის და აკეთებს კომენტარს. არავის უნახავს, რომ ვინმე გაეროს დერეფნებში დასდევდნენ მის წარმომადგენლებს.

როგორ შეიძლება მშვიდობიანი უწოდო დემონსტრაციას, სადაც ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ შეიძლება სუს-ზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს - 10 დღეა აქ იმყოფება ან რაში შეამჩნია პოლიტიზება, ან რა მაგალითო მოიყვანა, აქედან გამომდინარე გაკეთებულ იქნა ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში. გამაოგნებელი იმას ჰქვია, რომ გაგაოგნებს თავის უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით და საერთოდ, გაეროს მანდატთან შეუსაბამობით,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაძლო სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე ორგანიზაცია „კანვასის“ კადრების გასაჯაროებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები.

"ჩემი აზრით [სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში] არაფერი იყო ისეთი, რაც მას ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს მისცემდა - ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე,"- განაცხადა ლოლერმა.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს