საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით 8 ნოემბერს ბრიუსელს ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდება.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს.