ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი - ისრაელი ღაზის ოკუპაციას არ გეგმავს

ისრაელის ომისშემდგომი გეგმა ღაზის ოკუპაცია არ არის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა, მარკ რეგევმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარკ რეგევმა კომენტარი გააკეთა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ომის დასრულების შემდეგ ისრაელს ღაზაში საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ღაზის სექტორის რაიმე სახის მიმდინარე ოკუპაციაზე. ჩვენ უნდა განვასხვაოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყოფნა და პოლიტიკური კონტროლი“, - აღნიშნა მარკ რეგევმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ომის დასრულებისა და „ჰამასის“ დასრულების შემდეგ ტერორისტულმა ელემენტმა, „ჰამასმა“ ძალების აღდგენა ვეღარ შეძლოს.

„ისრაელის უსაფრთხოების ძალები უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისრაელი ხელახლა განახორციელებს ღაზის ოკუპაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისრაელი იქ ღაზის სექტორის სამართავად იქნება. პირიქით, ჩვენ დაინტერესებული ვართ ახალი ჩარჩოების ჩამოყალიბებით, სადაც ღაზას მოსახლეობა შეძლებს საკუთარი თავის მართვას, სადაც იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა ღაზას რეკონსტრუქციისთვის“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის