ლაშა ტუღუში - რაც მეტი იქნება პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქტივობის მსგავსი ნაბიჯი, უკეთესი იქნება - პროვინციული დებატი ზიანის მომტანია - დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, გვინდა თუ არა ქვეყანა ევროკავშირში, სხვა ნაპირზე გადავიდეს

არც დღეს და არც დეკემბერში არაფერი მთავრდება-კინკლაობა და პროვინციული დებატი, რომელიც ერთმანეთის ჩაძირვაზეა მიმართული, მხოლოდ ზიანის მომტანია ქვეყნისთვის - დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, გვინდა თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სივრცეში, სხვა ნაპირზე გადავიდეს, თუ რაღაცას თამაშს ვთამაშობთ, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

კერძოდ, ის იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს, ამასთან, ხელმოწერების შეგროვების დაწყებას გეგმავს იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთი ჩვენი მომავალი არაა და ჩვენ ევროპაში შევალთ“. როგორც ტუღუში განმარტავს, „რაც მეტი მსგავსი ნაბიჯი იქნება, უკეთესია“.

„არც დღეს და არც დეკემბერში არაფერი მთავრდება. ყოველდღიურად არის გადასადგმელი ნაბიჯები იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. რაც მეტი მსგავსი ნაბიჯი იქნება, უკეთესია. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს დაინტერესებული ასეთი მოქმედებებით, ეს კინკლაობა და პროვინციული დებატი, თითქოს კამათი, რომელიც ერთმანეთის ჩაძირვაზეა მიმართული, მხოლოდ ზიანის მომტანია ქვეყნისთვის. იმდენად რთული ამოცანა გვაქვს და იმდენად გართულდება პროცესები, ამ შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ ქვეყანაში რაღაც საკითხებზე გაერთიანება არ მოხდება. ასეთი დაშლილი, დაქუცმაცებული დაპირისპირებული პოლიტიკური სპექტრი ამ ამოცანას ვერ შეასრულებს, ერთი პარტია ვერ შეძლებს. მმართველმა გუნდმა რაღაც ნაბიჯები გადაგა, იმ ამოცანას, რაც ქვეყნის წინაშეა მარტო ვერ შეძლებენ. გაკვეთილი უნდა იყოს და დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, გვინდა თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სივრცეში, სხვა ნაპირზე გადავიდეს, თუ რაღაცას თამაშს თამაშობს“,- აღნიშნა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუში არ გამორიცხავს, რომ დამატებითი საკითხები გამოიკვეთოს, რომელიც მომავალი განვითარებისთვის გზამკვლევი იქნება.

„დასკვნა ძალიან ვრცელი იქნება, განსხვავებით წინა დასკვნისგან. ამ შემთხვევაში, უფრო საფუძვლიანი დასკვნა გამოქვეყნდება შეფასებითი ფორმით, რომელიც ძალიან ყურადღებით უნდა წავიკითხოთ. ამ დასკვნაში გამოჩნდება ძირითადი ხაზი. შესაძლოა, იყოს დამატებითი საკითხებიც, რომელიც გზამკვლევი იქნება მომავალი განვითარებისთვის, რომელიც საქართველოს ელოდება. კანდიდატის სტატუსი რომ არ მივიღოთ, ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ჩვენზე, სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით. იმედი გვაქვს, ასეთი ცუდი ამბავი დღეს არ გველოდება“,- აღნიშნა ტუღუშმა.

როგორ ტუღუში განმარტავს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელისუფლების მხრიდან „სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული“. ამასთან, აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაწილიც არ იყო თანამიმდევრული.

„სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული, მაგალითად ე.წ. შპიონების კანონი, რომელიც ყელში ამოგვიყვანეს. [კანონპროექტის უკან გაწვევით] შეცდომა ნაწილობრივ გამოსწორდა და არა - სრულად. არის შეცდომა, რომელსაც ბოლომდე ვერ ასწორებ. ხან გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ნოსტალგიური დამოკიდებულება, თითქოს, ეწყინათ რომ გაუშვეს ის შესაძლებლობა, რომელიც გამოიყენებოდა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ. ეს მაფიქრებინებს, რომ ეს ფურცელი გადაშლილი არ არის. შესაძლოა, ხვალ შემოტრიალდნენ და იგივე კალაპოტში შემოვიდნენ. ეს რისკები არსებობს, კერძოდ, სიძულვილი, მიუღებლობის ტენდენციები, „თავისუფლების კუნძულებზე“ სიძულვილის და ღვარძლის ენის გამოყენება. ოპოზიციის ნაწილიც არ იყო თანამიმდევრული. ნაწილი ფიქრობდა, კანდიდატის სტატუსის ახლა მიღება რამდენად სწორია, ან არ არის სწორი.

ვისურვებდი, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ჰქონოდა მეტი კონკრეტული წინადადებები, პროცესში მეტი ჩართულობა და ალტერნატიული იდეები ქვეყნის განვითარებისთვის, ეს უკეთესი იქნებოდა. არათანმიმდევრული იყო ოპოზიცია“,- აღნიშნა ტუღუშმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება