„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი და ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივერი ბალახაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის მოხელეებთან და ბრიუსელში ბაზირებული ევროპული ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.
„საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის გზას და ამ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და მომავალ არჩევნებში ევროპული სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიების მნიშვნელობას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.