ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.
„რაც შეეხება საქართველოს, აქ სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს რა თქმა უნდა უფრო მკვეთრად უნდა იქნას ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.