თინა ბოკუჩავა - როგორიც იყო ჩვენი დიდი იმედი და მოლოდინი, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის

როგორიც იყო ჩვენი დიდი იმედი და მოლოდინი, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, ევროკომისიისთვის, იმ დადებითი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დღეს საქართველომ ქართველი ხალხის დამსახურებით მოიპოვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაწევისთვის საჭიროა რეფორმების განხორციელება, „რეფორმების განხორციელებისთვის კი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება“.

„როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების განხორციელება, რომელზეც ამდენი თვის მანძილზე ვსაუბრობდით, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ დარჩეს მხოლოდ განუხორციელებელი გადაწყვეტილება, არამედ მან მისცეს საქართველოს შესაძლებლობა, რომ გაიხსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა. ამისთვის აუცილებელია დღეს რეფორმების განხორციელება და ამ რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, რადგან ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სურვილი არასდროს იყო და იქნება რეფორმების განხორციელება, რასაც ხედავს ევროკავშირი. მაგრამ ჩვენთვის არის დიდი გამარჯვება, რომ სწორედ ქართველი ხალხის ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი ევროკომისიის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად იქნება განმსაზღვრელი საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელსაც ევროკავშირი დეკემბერში მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილებაც ქართველი ხალხის დამსახურებით აუცილებლად დადებითი იქნება”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს