პრემიერი - ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე დროში დავხურეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოცემული იყო - ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს

ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე დროში დავხურეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოცემული იყო ევროპელი პარტნიორების მხრიდან - ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ თვის წინ მქონდა გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები და საუბრები ამერიკელ მეგობრებთან. მინდა გამოვყო სალივანთან შეხვედრა. მინდა პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან კარგად ვიცით, რომ სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი და მხარდაჭერა დიდი მნიშვნელობის არის.

მინდა მადლობა გადავუხადეო ურსულა ფონ დერ ლაიენს, ვისთანაც მქონდა შინაარსიანი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში. ბოლო პერიოდში თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვხერხეთ და ძალიან მოკლე დროში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოცემული იყო ევროპელი პარტნიორების მხრიდან. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს. ეს აღიარება, გამარჯვება, ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება წარმოადგენს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის