ნიკოლოზ სამხარაძე - პირობები შესრულდება, თუ მათ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ პრინციპში, ახალი არაფერია - ძირითადად საუბარია დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაზე

პირობები შესრულდება, მით უმეტეს, თუ მათ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ პრინციპში, ახალი არაფერია - ძირითადად საუბარია დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაზე ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის თანხვედრას, სამხარაძე აცხადებს, რომ ამ მხრივაც არ არსებობს რაიმე პრობლემა და ეს ეხება ევროკავშირის განცხადებებზე მიერთებას.

მისივე საქართველო შეიძლება არ მიუერთდეს მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით განცხადებებს არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, რათა ამ ქვეყნებს საშუალება არ მისცენ, რომ შემდეგ "შური იძიონ" და აღიარონ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

"ჩვენ მზადყოფნას ვაფიქსირებთ, რომ ახალი პირობები, რაც ახალ ეტაპზე გადასასვლელად გაჩნდა, ( ეს ახალი ეტაპი ნიშნავს მოლაპარაკებების დაწყებას ), ეს რეკომენდაციები და პირობები შესრულდება, მით უმეტეს თუ ჩავხედავთ პირობებს, ვნახავთ, რომ აქ შეუსრულებელი და პრინციპში, ახალი არაფერი არ არის, ძირითადად საუბარი არის დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაზე და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის განცხადებების უფრო მეტ მიერთებაზე. ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს საუბრები ევროკავშირთან. ერთადერთი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს ამ შემთხვევაში არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული და დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებით ევროკავშირთან ერთად ვიპოვით იმ ფორმულას, რომ შესაძლებელი იქნება ჩვენი მიერთების მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებზე იყოს ბევრად უფრო მაღალი და ამავდროულად საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს არაღიარებით პოლიტიკას", - განაცხადა სამხარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის