ევროკომისია - მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ გაუმჯობესდეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია და ეფექტურობა დანაშაულის გარკვეული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაული

საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და აქვს გარკვეული მომზადების დონე. იგი მონაწილეობდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მეზობელ ქვეყნებთან ერთობლივი ოპერაციებში - მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია და ეფექტურობა დანაშაულის გარკვეული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

„არსებობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგია, სამოქმედო გეგმასთან ერთად. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა ნაწილობრივ ასახავს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციებს, ასევე შესაბამის საერთაშორისო კანონმდებლობას. მთავრობამ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში 2023 წლის 3 ოქტომბერს მიიღო. ჯერ კიდევ არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას. მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია და ეფექტურობა დანაშაულის გარკვეული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაული“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა