ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
„შესანიშნავი სიახლე საქართველოსთვის. ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა 2030 წლისთვის ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.