ბადრი ჯაფარიძე - ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი არის ჩვენი უერთგულესი მეგობარი - იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან ამოცანაა "ქართული ოცნება" ჩამოშორდეს არჩევნების გზით ხელისუფლებას

შეფასებაში პირდაპირ წერია, რომ უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები არ არის შესრულებული, მაგრამ ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი არის ჩვენი უერთგულესი მეგობარი და მუდამ იქნება ჩვენი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლესთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამოცანაა "ქართული ოცნება" ჩამოშორდეს არჩევნების გზით ხელისუფლებას, რადგან საქართველო კვლავ გახდეს „ასოცირებული ტრიოს“ წევრი.

"ევროკომისიამ სწორედ ის ნაბიჯი გადადგა, რომელსაც ქართველი ხალხი ელოდა. ეს არის ქართველი ხალხის თავგანწირული ბრძოლის შედეგად მიღებული შეფასება, რადგან როგორც ჩვენ ვნახეთ, "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა რეკომენდაციები. შეფასებაში პირდაპირ წერია, რომ უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები არ არის შესრულებული, მაგრამ ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი არის ჩვენი უერთგულესი მეგობარი და მუდამ იქნება ჩვენი ხალხის გვერდით და ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არის სწორედ ამის დემონსტრირება. იმედი მაქვს, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო დაადასტურებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და რა თქმა უნდა, შემდეგ იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან ამოცანაა "ქართული ოცნება" ჩამოშორდეს არჩევნების გზით ხელისუფლებას, რადგან საქართველო კვლავ გახდეს ტრიოს წევრი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება