მამუკა ხაზარაძე აშშ-ში კონგრესმენ კაროლ დე მილერს შეხვდა

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აშშ-ში კონგრესმენ კაროლ დე მილერს შეხვდა.

პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, კონგრესმენთან საუბარი ძირითადად მომავალ არჩევნებს, აშშ-ს გააქტიურებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ინტენსიურ ჩართულობას შეეხო.

მამუკა ხაზარაძემ და კონგრესმენმა მილერმა დეტალურად ისაუბრეს რუსულ პოლიტიკაზე და „ქართული ოცნების” რუსული მოქმედების მეთოდებზე, რაც მრავალი მიმართულებით გამოიხატება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა.

„ლელოს“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არჩევნებში დასავლური, დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ, კორუფციაში ჩართულ და დაუსაბუთებლად გამდიდრებულ ყველა ჩინოვნიკს, რომელმაც ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე გადააფორმა ქონებები, დამოუკიდებელი პროკურატურის და საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოუწევს პასუხის გება, რათა საქართველოში დამთავრდეს კორუფცია და რუსული მეთოდებით პოლიტიკის წარმოება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ლელოს" ლიდერმა შეხვედრა ასევე გამართა აშშ პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისში, სავაჭრო პალატის ევროპის და ახლო აღმოსავლეთის დირექტორთან.

ხაზარაძის განცხადებით, "ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის დაჩქარება შესაძლებელია და ამაზე აქტიურად დავიწყეთ საუბარი".

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა