გიორგი ვაშაძე - მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში შესრულდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: - ოპოზიცია ყოჩაღ! სამოქალაქო სექტორი - ყოჩაღ! ხელისუფლება - მოუსმინე ქართველ ხალხს! ეს არის მთელი შინაარსი, - ასე აფასებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია დეკემბერში „აუცილებლად უნდა ჩაბეტონდეს“.

„საქართველომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური რეკომენდაცია მიიღო და როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, ეს ყველაფერი სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს. მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ცხრა წინაპირობა ჩვენი გასაკეთებელია. მთავარი არის ის, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო: ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ჰქონდა ადგილი. ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ გამკეთებლები ვართ! მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

„ქართული ოცნება“ კვლავ დაიწყებს ჭიდაობას… არ უნდათ ცხრა პირობა შეასრულოს. რატომ არის „ქართული ოცნება“ ასეთი დამწუხრებული? მათაც კარგად იციან, რომ ამ ცხრა პირობის გამკეთებლები ისინი არ არიან და დიაგნოზს ამ ყველაფერს საზოგადოება აუცილებლად დაუსვამს.

წინ დიდი გამარჯვებისკენ! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეკემბერში იმედი მაქვს ჩაბეტონდება და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დარწმუნებული ვართ 2024 წლის არჩევნებში იქნება, რომელიც ამ პირობებიდან მესამე მნიშვნელოვანი პირობაა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის