არჩილ თალაკვაძე - დემოკრატიულ სახელმწიფოში სტატუსი რომ მხოლოდ ხალხმა ან მხოლოდ ხელისუფლებამ შეიძლება დაიმსახუროს, ეს რუსული პროპაგანდაა - ნამდვილ ევროპელს აზრად არ მოუვა, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დააშოროს ხალხს

სტატუსი რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ ხალხმა შეიძლება დაიმსახუროს, ან მხოლოდ ხელისუფლებამ, ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა - არც ერთ ნამდვილ ევროპელს თავში აზრად არ მოუვა, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დააშოროს ხალხს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტების ანდრიუს კუბილიუსისა და ანა ფოტიგას განცხადებებს გამოეხმაურა, რომ სტატუსი მხოლოდ ქართველმა ხალხმა დაიმსახურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ცინიკური და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება და ვინც ამ გზავნილს იმეორებს, რუსულ პროპაგანდას იმეორებს.

„სტატუსი რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ ხალხმა შეიძლება დაიმსახუროს, ან მხოლოდ ხელისუფლებამ, ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა. სწორედ რუსეთმა სცადა პირველად საქართველოში თავის დეზინფორმაციის და რბილი ძალის გამოყენებით, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს დაეშორიშორებინა და დღეს ვინც იმეორებენ ამ გზავნილებს, პირდაპირ რუსულ პროპაგანდას იმეორებენ. სინამდვილეში, არც ერთ ნამდვილ ევროპელს თავში აზრად არ მოუვა, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დააშოროს ხალხს, მითუმეტეს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს ხომ წარმოუდგენელია?! ლოგიკის დონეზეც კი არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ცალ- ცალკე მიიღონ სტატუსი. ესაა ღიმილისმომგვრელი და ცინიკური განცხადება, რაც ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს,"- განაცხადა თალაკვაძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა