პრემიერი - მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება.

„სასიამოვნო იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა. მადლობელნი ვართ ევროპეიზაციის გზაზე პრეზიდენტის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა