გოჩა ჯავახიშვილი - ძალიან გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის - პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო ემანუელ მაკრონმა

ძალიან გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გოჩა ჯავახიშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი, რომელმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

„უშუალო, გულწრფელი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო ლიდერების შეხვედრის ფორმატი იყო პირისპირ შეხვედრა. რასაკვირველია, პრემიერმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გაცემული რეკომენაცია. ასევე, ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს და ისაუბრეს ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ რეგიონალურ გამოწვევებზე, რომელიც ამჟამად ჩვენს რეგიონშია და იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც შეუძლია საქართველოს ითამაშოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად", - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება