გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
ემანუელ მაკრონი "ფეისბუქზე" აქვეყნებს ფოტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და ქართულად წერს.
„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით”, - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დღეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.