სალომე ზურაბიშვილი - ისრაელი გრძნობს მუქარას და მისი ტერიტორიის შენარჩუნება, სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტერორიზმი დაუშვებელია -  ამავდროულად, ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც ვხედავთ, არის ტრაგიკული

ისრაელის ტერიტორიის შენარჩუნება, სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ტერორიზმი დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან მიცემულ ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა ის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მისი როლი არ არის.

„მე არაფრისკენ არ მოვუწოდებ. ეს არ არის ჩემი როლი. მე განადგურებული ვარ მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ საუკუნოვანი სოლიდარობა გვაკავშირებს ისრაელთან და კარგად გვესმის, რომ ისრაელი გრძნობს მუქარას და მისი ტერიტორიის შენარჩუნება სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტერორიზმი დაუშვებელია და ამავდროულად, ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ არის ტრაგიკული, დრამატული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს დრამატული სიტუაციები და მე არ შემიძლია არ დავინახო ბავშვები…“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ჟურნალისტის რეპლიკაზე: „ღაზაში“?

„…იმ მდგომარეობაში, რაც თქვენ აჩვენეთ. ყოველდღიურად ვხედავთ სიტუაციის დამძიმებას და ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა იპოვოს გამოსავალი“, - დასძინა პრეზიდენტმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება