პენტაგონი - უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტები მცირდება

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების მიწოდებას პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში უახლოეს პერიოდში, თუმცა, ამ პაკეტების მოცულობა სულ უფრო მცირე ხდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, პენტაგონმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს დამატებითი დაფინანსება.

”ჩვენ გავაგრძელებთ პაკეტების გადაცემას, ისინი უბრალოდ მცირდება. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ კონგრესს, მიიღოს მოთხოვნა დამატებითი ასიგნებების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა გამოგზავნა, რათა ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილება ბრძოლის ველზე,” - ხაზგასმით აღნიშნა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოიყენა მთლიანი თანხის 95%-ზე მეტი, რომელიც გამოყოფილი იყო უკრაინის დასახმარებლად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში (62.3 მილიარდი აშშ დოლარი). ამგვარად, მან დააზუსტა თეთრი სახლის განცხადება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოიყენა უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების 96%-ი.

საბრინა სინგმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციამ უკვე გამოიყენა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ყველა სახსრები. ამავდროულად, ჯერ კიდევ არის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის რეზერვი პრეზიდენტის უფლებამოსილების პაკეტებისთვის.

„გასულ თვეში გვქონდა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ იქნება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უკრაინის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. მოკავშირეები და პარტნიორები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ ვაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმით, რაც მას ბრძოლაში სჭირდება“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა