გოჩა ჯავახიშვილი - პრემიერი პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას მიეძღვნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. დღეს პრემიერი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დისკუსიაზე განიხილავენ საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. დღეს პრემიერი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მაგალითზე იქნება დებატები, განხილვა იმ პოზიტიური როლის, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს და შეასრულოს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად“, - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში