დავით მათიკაშვილი რომან გოცირიძეს - სამწუხაროდ, არ გაქვთ მორალური წინაღობები - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიოს

როცა თქვენ აქ არ იყავით კანონპროექტზე ვსაუბრობდით და არა რომან გოცირიძეზე და როდესაც ანრი ოხანაშვილი აქ არ არის და ასე ხელაღებით საუბრობთ მასზე, რაღაც კაცობის ნატამალიც უნდა იყოს, რომ აქ ცოტა წინაღობები დაგხვდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაქვთ ეს მორალური წინაღობები, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც რომან გოცირიძემ ოპოზიციის კანონპროექტების განხილვის დაწყება მოითხოვა და მიმართა უმრავლესობას, რომ „ანრი ოხანაშვილს შავი საქმეების მკეთებლად“ ნუ იყენებენ.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიოს.

„იმ პოლიტიკური პარტიის მემკვიდრეებისგან, რომელმაც საკუთარი აბსოლუტური უგუნური პოლიტიკის შედეგად 100-ზე მეტი სოფელი დათმეს საქართველოში, ეს ოკუპაცია დაუკანონეს და საქართველოდან გაყვანილი ჯარი უკან შემოაბრუნეს -უხერხულზე ცოტა მეტი, რომ არის ეს ერთია. საკუთარ თავს თუკი კარგად დააკვირდებიან, ჩაიხედავენ სარკეში ნახავენ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სამშობლო 2008 წელს გაწირეს და ქვეყანას და ჩვენ ეს უბედურება, ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, სულ რამდენიმე დღის წინ უდიდესი ტრაგედია მოხდა და მსოფლიომ დაინახა, რას ნიშნავს ოკუპაცია.

რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტებს - 24 საათი არ არის გასული, რაც გუშინ იყო ორი კანონპროექტი, რომ პირველი მოსმენით პარლამენტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ეს აბსოლუტურად პროვოკაციაა ამ ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, სურთ, რომ იქნებ როგორღაც თავი მოაბან და შედეგად მოიტანონ ის, რომ ხალხში დამატებითი ღელვის და სენსიტიური დამოკიდებულის საგანი გააჩინონ, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ. კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ქვეყანაში რევოლუციური განწყობები ვერ დაგეგმეს, ვერ მოატყუეს საზოგადოება, ვერც ჩვენი ევროპელი კოლეგები ვერ მოატყუეს, ვერც შიგნით ვერ მოატყუეს ვერავინ და ერთადერთი ახლა, ყველაფერს აკეთებენ, რომ რამენაირად გამოსდონ ანკესი და ისეთი სიტუაცია და მოცემულობა შექმნან, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიონ. ეს არის ფაქტი. ისწავლეთ მოთმენა და გაგება თქვენთვის კრიტიკული მოსაზრების. ამ მოცემულობაში არსებობს თანამშრომლობის სპექტრი, რომელსაც თქვენ უგულებელყოფთ. არ გსურთ ამ თანამშრომლობით სიარული. როცა თქვენ აქ არ იყავით კანონპროექტზე ვსაუბრობდით და არა რომან გოცირიძეზე და როდესაც ანრი ოხანაშვილი აქ არ არის და ასე ხელაღებით საუბრობთ მასზე, რაღაც კაცობის ნატამალიც უნდა იყოს, რომ აქ ცოტა წინაღობები დაგხვდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაქვთ ეს მორალური წინაღობები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რომან გოცირიძის განცხადებით, 172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 გაჩერებულია და ეს კანონპროექტები რუსეთს ეხება.

„რუსეთის მოქალაქეებმა 24 ათასი იურიდიული პირი შექმნეს. 12 ათასი ბინა იყიდეს. 12 ათას ბინაში ორი ადამიანი რომ ჩასახლდეს, ეს არის 24 ათასი, ხაშურზე დიდი ქალაქია ეს. ასევე, მეორე კანონპროექტი გადაგივადებიათ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ბინადრობის უფლების შეზღუდვას ეხებოდა. ეს არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ბოლოს იტალიამ გააკეთა და სიტყვა-სიტყვით გადმოვწერეთ ეს კანონპროექტი. რატომ არ იხილავთ, ხომ არ გეუბნებით რომ მიიღეთ? იმიტომ არ იხილავთ, რომ არ გინდათ მოქალაქეებმა გაიგონ. შეწყვიტეთ კონსტიტუციის დარღვევა! რეზოლუცია სასწრაფოდ უნდა გამოიტანოთ. ნუ იყენებთ ანრი ოხანაშვილს შავი საქმეების მკეთებლად!“,- განაცხადა გოცირიძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება