ზურაბ ჭიაბერაშვილი - რუსეთის ფედერაცია არღვევს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - აუცილებელია, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში  იყოს ნახსენები საქართველო და მოლდოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში მოითხოვა ცვლილება, რომ სანქციების რეჟიმი რუსეთზე უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უკრაინაში მისი ქმედების გამო, არამედ იმის გამო, რასაც ის აკეთებს საქართველოსა და მოლდოვაში. ინფორმაციას ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ამასთან, ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია არ არის თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

„არცერთი ქვეყნის ბედი ისე არ არის დამოკიდებული უკრაინაზე, როგორც საქართველოსი და ღრმად მწამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა იქნება წარმატებული და უკრაინის გამარჯვება იქნება საქართველოს გამარჯვებაც. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია არ არის თანხვედრაში ევროკავშირთან - ევროკომისიის 9 რეკომენდაციაში მოცემულია პუნქტი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. რუსეთის ფედერაცია არღვევს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ რეზოლუციაში აუცილებელია, რომ ნახსენები იყოს საქართველო და მოლდოვა და გთავაზობთ ცვლილებას ამ თვალსაზრისით”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში