შემზარავია, რაც „ბას ლაინში“ ხდება. ვერავინ დამარწმუნებს, ტუჩებდაბერილი ვიღაცა გოგოცუნები, საჭეებთან რომ სხედან, რამე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, ბოლო ხმაზე რომ მუსიკა აქვთ ჩართული - ან აღკვეთეთ ეს ყველაფერი, ან გააუქმეთ ეს „ბას ლაინი“, რაღას გვაწვალებთ, რა უბედურებაა?, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „როცა კანონმორჩილი ხალხი საცობში საათობით ვგმინავთ, უამრავი მანქანა საავტობუსო ზოლში დათარეშობს“.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ან პატრულის თანამშრომლებმა თქვეს უარი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე, ან საქმე 21-ე საუკუნის ე.წ. „ნარუშილოვკასთან" გაქვს.
„საძაგლობა ტრიალებს ყოველ დღე ჩვენს ქალაქში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საავტობუსო ზოლების შემოღება არის მტკივნეული, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. ეს არის სწორი, რასაც თბილისის მერია აკეთებს, მაგრამ, არასწორი და შემზარავია, რაც ხდება, რომ უამრავი მაქანა „ბას ლაინში“ {დადის]. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტუჩებდაბერილი ვიღაცა გოგუცუნები რომ საჭეებთან სხედან, ისინი რამე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, ბოლო ხმაზე რომ მუსიკა აქვთ ჩართული...
ან პატრულმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვა და უბრალოდ თვალს ხუჭავენ იმ უმსგავსობაზე, რაც ამ „ბას ლაინებში“ ხდება, მილიონობით მანქანა რომ დათარეშობს, მაშინ, როცა კანონის პატივიცემელი ხალხი საცობებში ვგმინავთ, ან არის 21-ე საუკუნის ე.წ. "ნარუშილოვკა". ყველმა ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პრაქტიკა, რომ თუ მონაცემთა ბაზიდან ამოიღებენ კონკრეტული ავტომანქანის ნომერს, რაც არ უნდა დარღვევა ჩაიდინოს იმ მანქანამ, არც დაფიქსირდება და არც ჯარიმა მიუვა. როგორც ჩანს, "ნარუშილოვკები" არის დარიგებული ასე ხელაღებით.
სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის რაც ხდება, რომ აქეთ უძრავი საცობია და იქით ათასობით მანქანა დაქრის? რანაირად ხდება ეს? შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია გამოვიდეს და გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე. ან აღკვეთონ ეს ყველაფერი, ან გააუქმეთ ეს „ბას ლაინი“, რაღას გვაწვალებთ, რა უბედურებაა? ისედაც გაგლეჯილი გვაქვს ნერვები ამ ქვეყანაში 30 წელია და კიდევ ეს წვალება, ტანჯვა და გაცოფება გვინდოდა? კონკრეტულ პასუხს ველოდები მე შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც და საპატრულო პოლიციისაგანაც,“ - განაცხადა ელისაშვილმა.