თეთრი სახლი - არ გვსურს, საავადმყოფოში იარაღით ბრძოლა ვიხილოთ

თეთრი სახლი ისრაელის მიერ ალ-შიფას საავადმყოფოში დაწყებულ ოპერაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ სურთ, საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები სამედიცინო დახმარების მისაღებად იმყოფებიან, იარაღებით ბრძოლა მიმდინარეობდეს, ან მასზე საჰაერო დარტყმა განხორციელდეს.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმას და არ გვინდა ვიხილოთ იარაღებით ბრძოლა საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები, უმწეო ადამიანები, ავადმყოფები, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ჯვარედინ ცეცხლში მოხვდნენ“,- განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.

მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ საავადმყოფოები და პაციენტები დაცული უნდა იყვნენ.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს