აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც უკრაინის და ისრაელის დახმარების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.

CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა შესთავაზა, 336 ხმით 95 წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 209 „დემოკრატმა“ კონგრესმენმა მისცა, წინააღმდეგი კი 93 „რესპუბლიკელი“ და ორი „დემოკრატი“ კანონმდებელი წავიდა.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.

კანონპროექტი სენატმა პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს