მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების გზები გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, ქვეყნის დატოვებისთვის დრო მიეცემათ

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, საქართველო იღებს რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად და „თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს“.

„90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს!

2012 წლის შემდეგ ე.წ. ბორდერიზაციით დამატებით სოხუმისხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სალოცავები, საძოვრები დააკარგვინეს და ჩვენ ვიღებთ იმავე რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, რამდენიმე დღით, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად - ვუფორმებთ მათ მიწებს, თავისი ვენახებით, საძოვრებით, სახლებს, ბიზნესებს და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს. ზუსტად ასეთი მშვიდობით ჩაბარდა საფრანგეთი გერმანიას 1940 წელს, ასეთ ე.წ. მშვიდობას მოჰყვება ბევრად დიდი მსხვერპლი, უსამართლობა, განადგურებული თაობები!

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის“, - აცხადებს სააკაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის