ჯო ბაიდენი - სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა

სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ჩვეულ კურსს რომ დავუბრუნდეთ, მიმოწერას თუ განვაახლებთ და შევძლებთ ავიღოთ ტელეფონი და კრიზისების დროს ერთმანეთს ვესაუბროთ, შევძლოთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი“, - ჯო ბაიდენმა უპასუხა შეკითხვას, თუ რას მოელის ჩინეთის პრეზიდენტთან გასამართი საუბრიდან.

სან-ფრანცისკოში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ცდილობს, დაძაბული პერიოდის შემდეგ, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოს.

შეგახსენებთ, ჯო ბიადენი და სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს