„თიბისი“ კონცეპტი საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს

„თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს.

„თიბისი“ ბანკის ინფორმაციით, გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ჩანახატები, იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.

ინფორმაციის თანახმად, გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურებს და ტურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიეროთ ექსპოზიცია, გაეცნოთ ვერა ფაღავას შემოქმედებას და მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს.

„დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები გაიმართება „თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში კ. მარჯანიშვილის ქ. #7.

  • 18 ნოემბერი, 17:00 საათი - გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 28 ნოემბერი, 19:00 საათი - გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 2 დეკემბერი, 17:00 საათი - ხელოვანის, ნინო ქვრივიშვილის ტური
  • 9 დეკემბერი, 17:00 საათი - ხელოვნებათმცოდნე, მარიამ დვალის ტური

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გამოფენა „თიბისისა“ და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება და 2024 წლის 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კურატორი ნინა ახვლედიანი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა