„ვენდისმა“ და „დანკინმა“ აპლიკაციით მომენტალური გათამაშება დაიწყო

„ვენდისმა“ და „დანკინმა“ აპლიკაციით მომენტალური გათამაშება დაიწყო და ერთგულ მომხმარებლებს უგემრიელესი მენიუს დაგემოვნებასთან ერთად ახლა უკვე მნიშვნელოვანი პრიზების მოგების შანსსაც აძლევს.

„სულ მოიგე“ - გათამაშების დევიზია და შემთხვევითობის პრინციპით მომხმარებელს „ვენდისისა“ და „დანკინის“ აპლიკაციით მინიმუმ 20 ლარის და მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას საშუალებას აძლევს მოიგოს iPhone 15 PRO, PlayStation 5, Xiaomi-ს სკუტერი, უსადენო ყურსასმენები, Marshall Emberton-ები და „ვენდისა“ და „დანკინის“ 5000-ზე მეტი პროდუქტი. პრიზების მოგების გარდა, მომხმარებელი აპლიკაციის გამოყენებით „სულ მოგებულია“, რადგან ის სარგებელს ექსკლუზიური შეთავაზებებით, ბონუს ქულების დაგროვებით და სასურველ პროდუქტებში გადაცვლის შესაძლებლობითაც იღებს. თუმცა აპლიკაციის სასურველი მენიუს წინასწარი შეკვეთის და შეძენის (თანხის გადახდის) ფუნქცია, შეკვეთის აღების სასურველი დროს წინასწარი განსაზღვრა, რიგის გარეშე მომსახურების მიღება და შესაბამისად დროის მნიშვნელოვანი დანაზოგი, ექსკლუზიური სერვისი და ყველაზე დიდი კომფორტია.

ამერიკული რესტორნების - „ვენდისისა“ და „დანკინის“ ქსელმა, რომელიც დღესდღეობით უკვე 100-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველაზე მსხვილი სარესტორნო ქსელია ქვეყანაში, სატელეფონი აპლიკაცია მიმდინარე წლის ზაფხულში შექმნა და კიდევ უფრო კომფორტული გახადა საყვარელი პროდუქტების შეძენა სასურველ დროსა და ადგილას.

„საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დავისახეთ ამბიციური გეგმები, რომ გამორჩეულები ვყოფილიყავით ჩვენი ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიაში, გაგვევითარებინა ყველაზე ფართო ქსელი, შეგვეთავაზებინა უგემრიელესი მენიუ ყველაზე ფართო არჩევანით, დაგვენერგა ინოვაციული ტექნოლოგიები საკვების ხარისხისა და მომსახურების სისწრაფის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენთან სტუმრობის სასიამოვნო გამოცდილება მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მისთვის სასურველ ადგილას მომენტალურად ეგრძნო. აპლიკაცია, რომლის გამოყენების წასახალისებლადაც გათამაშება დავიწყეთ, სრულიად ინოვაციური და უნიკალურია საქართველოს QSR იდუსტრიაში და „სულ მოგებით“ მომხმარებელს ჩვენთან სტუმრობის კიდევ მეტ მოტივაციას გავუჩენთ", აცხადებს "ვენდისისა" და „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

გათამაშება დღეს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება. სუპერ პრიზების გაცემა „ვენდისისა“ და „დანკინის“ ვაკის ფილიალიდან ხდება. „ვენდისისა“ და „დანკინის“ მოგებული პროდუქციის მიღებას კი მომხმარებელი აპლიკაციითვე ქსელის ნებისმიერ რესტორანში შეძლებს.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია