აჭარის უმაღლეს საბჭოში სტუდენტური პროექტის - „ვიზიტების“ მონაწილეებს უმასპინძლეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, ცოტნე ანანიძე და დავით ბაციკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის - „ვიზიტების“ მონაწილე სტუდენტებს, „რუსთაველის“ კლუბის წევრებს შეხვდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, დავით გაბაიძემ, ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ბოლო წლებში, ინსტიტუციური გაძლიერებისა და ღია მმართველობის მექანიზმების დანერგვის კუთხით გატარებული რეფორმები გააცნო.

„სტუდენტებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათი ჩართულობის, სამოქალაქო აქტიურობის, პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის როლზე ესაუბრა ტიტე აროშიძე და საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უმაღლეს საბჭოში არსებული სიახლეები გააცნო.

ცოტნე ანანიძემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, ევროპული კულტურა მთლიანად დაფუძნებულია ადამიანის ღირებულებებზე, რომელთაც სრულად იზიარებს საქართველო - ეს მკაფიოდაა ასახული საქართველოს კონსტიტუციაში და გამოხატულია ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის რატიფიცირებით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე პრეზიდენტმა - დავით ბაციკაძემ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, ამ პროცესში რეგიონის, მისი წარმომადგენლობითი ორგანოს როლსა და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავების ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად ქვეყნის სამოქმედო გეგმაზე.

კითხვა-პასუხის შემდეგ, სტუდენტებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, ჩართულობის ცენტრი და სხდომათა დარბაზი, გაეცნენ ახალი ვებპლატფორმა chaerte.sca.ge-ის საშუალებით დანერგილ ონლაინ სერვისებსა და სიახლეებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია