საგარეო უწყება - სამინისტრო ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის ძალების მიერ ტყვედ აყვანის შესახებ - ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ აყვანის შესახებ უწყება ინფორმირებულია.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად ქართული მხარე მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა