5 მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

16-18 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა.

„კონფერენციას გახსნიან და მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD - ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD - ორი შვარცი.

მთავარი მომხსენებლის რანგში კონფერენციაზე მოწვეულია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის გლობალური კონკურენციის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი, უილიამ ე. კოვაჩიჩი.

კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე, სადაც 9 თემატური სესია გაიმართება, 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა