მამუკა მდინარაძე ინჯიას ინიციატივაზე - ამ ინიციატივას ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ - ინიციატივა ოპოზიციიდან არის და ძალიან გთხოვთ, კოლეგებმა ერთმანეთს პატივი ეცით

ამ ინიციატივას ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ - ინიციატივა ოპოზიციიდან არის და ძალიან გთხოვთ, კოლეგებმა ერთმანეთს პატივი ეცით! - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა, რომლითაც ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა ეძლევათ.

მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა, რომ თუ მათ ინჯიას პროექტი არ მოსწონთ, საკუთარი ალტერნატიული წინადადებები წარმოადგინონ.

„შემოგვთავაზეთ უზრუნველყოფის ალტერნატიული გზა, რათა ამ ადამიანებმა ხვალ და ზეგ არ გვითხრას, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობა უზრუნველვყოთ. წარმოადგინეთ ალტერნატივა და ნებისმიერი გზა, რაც კი იქნება, ჩვენ ამაზე წამოგვყვებით. აღმოჩნდა, რომ კამპანიებით საკითხი არ წყდება“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

77 მომხრე, 7 - წინააღმდეგი - პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო