ლაშა ხუციშვილი - სწორი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ შეძლო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საკრედიტო რეიტინგები

პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში გატარებული სწორი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ ერთი მხრივ შეძლო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ამ პერიოდში შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საკრედიტო რეიტინგები - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლისთვის სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიხედვით, საქართველომ ისტორიულად საუკეთესო BB პოზიტიური რეიტინგი დააფიქსირა.

„ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი საკრედიტო რეიტინგების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ფისკალური სექტორია, რაც აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებისა და რეიტინგების მიერ. საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე ბიუჯეტის ღიაობის მიხედვით, რაც მოიცავს ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის სტანდარტების შეფასებას. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც კარგი მაგალითი მსოფლიოსათვის; მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველზე მოწინავე ბიზნესგარემო და დაბალი გადასახადები, მაგრამ ამავე დროს, გვაქვს ძალიან ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება, რაც საშუალებას გვაძლევს, ყოველ წელს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი წარმოგიდგინოთ და ამავდროულად, ფისკალურ კონსოლიდაციას ვახორციელებდეთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება