ფინანსთა მინისტრი - მმართველობის ინდიკატორებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მმართველობის ინდიკატორებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლოს საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„მმართველობის ხარისხით, საქართველო აშკარად გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში ვუსწრებთ ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ 8-ვე ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას. მმართველობის მაღალი ხარისხი დადებითადაა შეფასებული სარეიტინგო სააგენტოების მიერ და ყველა ანგარიშში ეს აღნიშნულია, როგორც ჩვენი ეკონომიკის ძლიერი მხარე“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გამოწვევაა პოლიტიკური სტაბილურობის ინდიკატორი, რომლის მთავარი მიზეზიც მისი თქმით, გეოპოლიტიკური რისკები და ოკუპირებული ტერიტორიებია.

„თუმცა, მმართველობის ხარისხის დონით, ჩვენ საკმაოდ კარგი სასტარტო პირობით ვიწყებთ, რაც ერთი მხრივ ართულებს შემდგომში მკვეთრი პროგრესის ჩვენებას, თუმცა ევროკავშირის საშუალო სტანდარტებთან დაახლოებისათვის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა