ირაკლი კობახიძე - ლობიზმი, რაც მოქმედებს აშშ- ში, საკამათო ინსტიტუტია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის - არ ვიქნებოდი მისი საქართველოში გადმოტანის მომხრე

ლობიზმი, რაც მოქმედებს აშშ-ში, საკამათო ინსტიტუტია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის, არ ვიქნებოდი მისი საქართველოში გადმოტანის მომხრე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის“ დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომ დეპუტატებს ლობისტური საქმიანობის უფლება უნდა მიეცეთ.

კობახიძის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ პოლიტიკოსის მიერ დაფინანსების მიღება აკრძალულია, ხოლო პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ და უანგაროდ.

„პოლიტიკოსის დაფინანსებას მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს. ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც აქვს პოლიტიკოსს, უნდა იყოს დეკლარირებული შესაბამისი სამსახურის წინაშე. რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ პოლიტიკოსის მიერ დაფინანსების მიღება არის აკრძალული. პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, უანგაროდ ყოველგვარი სარგებლის გარეშე. თუ საუბარია ლობიზმზე, რაც მოქმედებს აშშ-ში, მე მგონია, რომ ესეც საკმაოდ საკამათო ინსტიტუტია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის. ამიტომ მე არ ვიქნებოდი ამ ინსტიტუტის საქართველოში გადმოტანის მომხრე“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა