„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ვიკითხები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერის დაცვა, ფაქტობრივად, ფიზიკურად მოგვიწია

დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ვიკითხები, რადგან პოლიციის შენობაში დაკითხვაზე უარი განვაცხადე - სისტემას რაც სურს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერის დაცვა, ფაქტობრივად, ფიზიკურად მოგვიწია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლა მოძალადე ადამიანები, რომელთაც სურდათ, ნოდარ დუმბაძის სკვერი გაესხვისებინათ“.

„ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სასამართლოს დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლა მოძალადე ადამიანები, რომლებიც ჩიგოგიძის დაქვემდებარებაში არიან და რომელთაც სურდათ, ნოდარ დუმბაძის სკვერი გაესხვისებინათ და გაეყიდათ. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, მე დღეს ვიკითხები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, რადგან პოლიციის შენობაში დაკითხვაზე უარი თავიდანვე განვაცხადეთ. რაც შეეხება მოლოდინებს, სიმართლე გითხრათ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ ადამიანების მხრიდან. რაც სისტემას სურს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ ხალხის, ჩემი კოლეგების ჩართულობით, ფაქტობრივად, ფიზიკურად მოგვიწია ამ სკვერის დაცვა და თავისი გადაწყვეტილების უკან წაღება მათ მოუწიათ. ისეთ უნამუსობას აკეთებდნენ ეს ადამიანები, რომ ჩიგოგიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან დაუქნიეს თითი და ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ვაპროტესტებდით, რომ ეს არის უკანონობა, თავად დაადასტურეს“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილს ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, ენმ-ის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს დაკითხავენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს