პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი დაუჭირა. პირველი მოსმენით, 79 ხმით ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის მიხედვით, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ს არანაკლებ 0,14%-ით ითვალისწინებს.

კანონის პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი განისაზღვრა, რომლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები იყოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

თითქმის 15 წელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის“ ოდენობით ხდება. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი რეალობას არ შეესაბამება.

„მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს 69.6 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით 110.3 მლნ ლარის ოდენობით იგეგმება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე - ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ორგანიზაციის ბიუჯეტის მოცულობის პირდაპირ მთლიან შიდა პროდუქტთან დაკავშირება მიზანშეწონილი არ არის. ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი ისეთ ფაქტორებს უნდა ითვალისწინებდეს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული პროექტი უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი ინიციატივაა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: - პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, დილარ ხაბულიანი და ბექა ლილუაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია