სოსო ფხაკაძე - ევროკავშირის წევრობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უფრო უსაფრთხოსა და სანდოს ხდის

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე მნიშვნელოვნად აფასებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას გულისხმობს.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ფხაკაძემ დღეს გამართულ ინვესტორთა საბჭოს შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ბიზნესისთვის ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება.

„ბიზნესასოციაციამ მივულოცეთ მთავრობას, პარლამენტსა და საქართველოს ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ გასულ კვირაში მიიღო. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ ის ქვეყნები, რომლებმაც გაიარეს ის გზა, რაც საქართველომ უნდა გაიაროს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება. ბიზნესისთვის ეს ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება, რადგან ამ ქვეყნებში, ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესი, კომპანიების კაპიტალიზაცია და საბოლოოდ, ეს არის ამოცანა, რის გამოც იქმნება ბიზნესი”, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უფრო უსაფრთხოსა და სანდოს ხდის, რაც ინვესტიციების მოზიდვისთვის უმნიშვნელოვანესია.

„პირველ რიგში, უფრო მეტი ურთიერთობა და ეფექტიანი პარტნიორობა ექნებათ ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზართან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტორები ყოველთვის კითხულობენ ამის შესახებ, ეს არის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და, ამ განცხადების შემდეგ, საქართველო და ქართული ბიზნესი თანდათან უფრო უკეთ იგრძნობს საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტად უსაფრთხო ხდება.

როცა ქვეყნისადმი ნდობა იზრდება, უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებსაც სჭირდებათ ინვესტიციები, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები და ეკონომიკური განვითარების ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია