საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან.

„საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ.

შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისათვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს