„საქსტატი“ - რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 10.4 პროცენტი შეადგინა

დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 72 265.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 20.4 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 10.4 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 9.1 პროცენტით განისაზღვრა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), მშენებლობა (8.0 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.0 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.7 პროცენტი) და განათლება (4.5 პროცენტი).

2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (59.1 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (24.7 პროცენტი), მშენებლობა (16.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (10.5 პროცენტი), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (29.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (14.6 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7 პროცენტი)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა